Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტემჰემი და ატალანტა დემირალში 40 მილიონს იხდიან…

იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, გუნდიდან მერიჰ დემირალის წასვლის შესახებ ინტენსიურად იწერება და როგორც ჩანს, თურქი ფეხბურთელის დრო ტურინში ამოიწურა.

ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სახელს დორტმუნდს და ატალანტას უკავშირებენ და TuttoJuve-ს ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, გუნდები მზად არიან ბიანკონერის მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ფავორიტად დორტმუნდი მოიაზრება, რადგან ატალანტამ დემირალის გასაფორმებლად ჯერ კრისტიან რომერო ტოტენჰემში უნდა გაუშვას, თუმცა მხარეებს შორის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.

დემირალის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი ან იჯარიდან დაბრუნებულ რუგანის შეინარჩუნებს, ან ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის დამატებას შეეცდება.