Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემის პირველი წინადადება ინტერს

L’Interista-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი მილან შკრინიარის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს და ნერაძურის პირველი წინადადებითაც მიმართეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისელები მზად იყვნენ სლოვაკი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ინტერისთვის 35 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა ეს თანხა ბენეამატასთვის მოლაპარაკებების დასაწყებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

წყაროს ინფორამციით, ინტერს შკრინიარის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 60 მილიონს გადაიხდის, გუნდი ასეთ წინადადებას აუცილებლად განიხილავს.