Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემის ტექნიკური დირექტორი იტალიაშია

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტოტენჰემის ტექნიკური დირექტორი, სტივ ჰიტჩენი იტალიაში იმყოფება და ინტერთან მილან შკრინიარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავს.

ინტერი 25 წლის ფეხბურთელს 60 მილიონად აფასებს, თუმცა წყაროს ინფორმაციით ტოტენჰემის ბოლო წინადადება 50 მილიონი ევროა, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით.

ნერაძურიმ შკრინიარის შემცვლელი უკვე შეარჩია და იმ შემთხვევაში, თუ სლოვაკი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს, ინტერი ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმებას შეეცდება, რომელსაც კომისო 40 მილიონ ევროდ აფასებს, დანარჩენ ფულს კი ნ’გოლო კანტეს ტრანსფერს მოახმარს.