Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემის უარი იუვენტუსს, ლო კელსო არ იყიდება

იუვენტუსი ბოლო დღეებში ტოტენჰემის ნახევარმცველის, ჯოვანი ლო კელსოს ტრანსფერზე გააქტიურდა და ინგლისელებთან მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა ჟოზე მაურინიოს მოთხოვნით ტოტენჰემი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და ლონდონის ბინადრებმა ტურინელებს მყისიერი უარი განუცხადეს.

24 წლის არგენტინელის ტრანსფერით ბიანკონერი ჯერ კიდევ 4 წლის წინ ინტერესდებოდა, თუმცა პსჟ-ში გადავიდა, შემდეგ კი ტოტენჰემში აღმოჩნდა.

კელსომ ინგლისური კარიერა ტრავმების გამო არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა მოურინიო მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და არგენტინელს გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.