Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი ატალანტას კიპერის გაფორმებას გეგმავს

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტოტენჰემი ატალანტას კარის დარაჯის პიერლუიჯი გოლინის გაფორმებას ცდილობს.

ატალანტამ რამდენიმე დღის წინ უდინეზედან 27 წლის არგენტინელი მეკარე ხუან მუსო უკვე დაიმატა, ამიტომ ბერგამოელები გოლინის გაყიდვას ცდილობენ და დიდი ალბათობით ის ლა დეას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელებს ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარა სურს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.