Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი და ატლეტიკო ვლაჰოვიჩის ტრანსფერისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმება ტოტენჰემს და ატლეტიკოს სურთ და მათ წინადადებებს ფეხბურთელის აგენტი ფლორენციელებს უახლოეს პერიოდში გააცნობს.

Tuttomercato-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის აგენტი იტალიაში ხვალ ჩაფრინდება და ფიორენტინას წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც მხარეები ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის დეტალებზე და მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრებენ.

ფიორენტინას 21 წლის ტალანტის გაყიდვა არ სურს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 70 მილიონის გადახდას დათანხმდება, ფლორენციელები ტრანსფერს დათანხმდებიან.