Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი და ბარსელონა ინსინიეს აგენტს დაუკავშირდნენ…

ნაპოლი და ინსინიე ახალი კონტრაქტის თაობაზე კვლავ ვერ თანხმდებიან და იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელის დამატების სურვილი არაერთმა გრანდგმა გამოთქვა, მათ შორის ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად ბარსელონა და ტოტენჰემი აქტიურობენ.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ჯერჯერობით ფინანსურ საკითხზე ვერ თნხმდებიან.

ნაპოლის სურს, რომ ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ლორენცოს ხელფასი 5 მილიონიდან 4 მილიონამდე შეამციროს, ლორენცო კი თავის მხრივ ხელფასის 6.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.

როგორც დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუშ დააანონსა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება.