Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი და პსჟ კორეას ტრანსფერისთვის იბრძვიან

La Repubblica-ს ინფორმაციით, პსჟ-ს შემდეგ ლაციოს არგენტინელი შემტევის ხოაკინ კორეას ტრანსფერზე მუშაობა ტოტენჰემმაც დაიწყო და რომაელებს პირველი წინადადებითაც მიმართა.

წყაროს ცნობით, ტოტენჰემის ახალი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მზად არის 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ბიანკოჩელესტის 20 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსები დაემატება.

წყაროს ცნობით, ლაციო ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონს და 5 მილიონის ბონუსებს ითხოვს…