Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი იანვარში კულუშევსკის დამატებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის შემტევის დეიან კულუშევსკის ტრანსფერზე იმუშაოს.

კულუშევსკი, რომელიც იუვენტუსს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ტურინულ გრანდს ვერ მოერგო და თავისი პოტენციალის გამოვლენა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უჭირს, ამიტომ მის წასვლაზე უკვე დიდი ხანია იწერება.

Calciomercato-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩი, რომელმაც კულუშევსკი იუვენტუსში მიიყვანა, ტოტენჰემში შვედი ფეხბურთელის ნახვას ლამობს და მზად არის ტურინელებს 40-45 მილიონი შესთავაზოს.

იუვენტუსი ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას გეგმავს და კულუშევსკის გაყიდვის შემთხვევაში, მიღებული თანხით სწორედ სერბი ფორვარდის დამატებას ეცდება.