Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი ინტერს ლაუტაროს სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას სთავაზობს…

მანჩესტერ სიტი ტოტენჰემიდან ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ბრიტანული წყაროების ცნობით, თუ ინგლისელი ფორვარდი გუარდიოლას გუნდში გადავიდა, ტოტენჰემის მთავარი სამიზნე ლაუტარო მარტინესი იქნება.

Daily Mail-ის მტკიცებით, მანჩესტერ სიტი ტოტენჰემს უახლოეს დღეებში ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და ჰარი კეინის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს შესთავაზებს.

წყაროს ცნობით, თუ მხარეები კეინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ტოტენჰემის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლაუტაროს ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას და ნერაძურის მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ლაუტაროს აგენტმა გუშინ აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ინტერში ბედნიერია და გუნდის დატოვება არ სურს, მაგრამ რამდენად იტყვის ნერაძური უარს 90 მილიონზე, ეს რთული სათქმელია…