Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის გაფორმებას ცდილობს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვენტუსის ამერიკელი ნახევარმცველის უეწტონ მაკკენის გაფორმებით ინტერესდება.

Daily Mail-ის ცნობით, მაკკენის გუნდში ხილვა პირადად ანტონიო კონტეს მოთხოვნაა და ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ იუვეს 25 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მაკკენიმ მიმდინარე სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში 23 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად ჩნდება და უცნობია, სურს თუ არა იუვეს კვლავ მისი გუნდიდან გაშვება…