Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვენტუსის ვინგერის დეიან კულუშევსკის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ბიანკონერის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.

Calciomercato-ს ცნობით, ლონდონელები მზად არიან ტურინელებს კულუშვსკის სანაცვლოდ 22 წლის ცენტრალური მცველი ჯაფეტ ტანგანგა შესთავაზონ, რომელსაც ასევე მილანს უკავშირებენ.

წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი კულუშევსკის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ტანგანგასთან ერთად ტურინელები 20 მილიონ ევროს ითხოვენ.