Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი მაკკენის გაფორმების იმედს არ კარგავს

მიმდიანრე სეზონის სტარტზე იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის გუნდიდან წასვლის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ისაუბრა, მაგრამ ბოლო პერიოდში ფეხბურთელმა ფორმა დაიბრუნა, რამდენიმე გოლი გაიტანა და ალეგრის ნდობა დაიბრუნა, ამიტომ ბიანკონერიმ ზამთარში მისი გაყიდვა გადაიფიქრა.

ამის მიუხედავად, მაკკენის სიტუაციას ტოტენჰემის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ყურადღებით ადევნებს თვალს და მზად არის ბიანკონერის ზამთარში კონკრეტული წინადადებით მიმართოს.

ნიკოლო შირას ინფორამციით, იუვენტუსს მაკკენის გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე შესაბამის წინადადებას შესთავაზებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მაქს ალეგრი მიიღებს.