Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი, მანჩესტერი და პსჟ ბროზოვიჩის გაფორმებას ცდილობენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემს და მანჩესტერ იუნაიტედს ინტერის ხორვატი ნახევარმცველის მარსელო ბროზოვიჩის გაფორმება სურთ.

28 წლის ფეხბურთელს ნერაძურისთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვს, ინტერს კი, რომელმაც გასულ სეზონში სარეკორდო 246 მილიონი იზარალა, სახელფასო ჭერის შემცირება სურს და ჯერჯერობით ბროზოვიჩის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ მზად არიან ფეხბურთელს მოთხოვნილზე მეტი ხელფასი გადაუხადონ, თუ ის ნერაძურის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და რომელიმე მათგანს უფასოდ შეუერთდება…