ტოტენჰემი მერეტის ტრანსფერით ინტერესდება
Rai Sport-ის ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, ტოტენჰემი ნაპოლის კარის დარაჯის ალექს მერეტის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, პიერლუიჯი გოლინის დამატების შემდეგ, ნაპოლი 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე შესაბამის წინადადებას გააკეთებს.
ნაპოლი იტალიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.