Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემი მილიკით დაინტერესდა

არკადიუშ მილიკის ნაპოლიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. მისი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და ნაპოლის მისი გაყიდვა სურს, თუმცა მას შემდეგ, რაც იუვენტუსში მაურიციო სარის ნაცვლად ანდრეა პირლო მივიდა, მილიკს ჯერჯერობით რეალური მსურველი არ ჰყვს…

ნაპოლი მილიკს, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლის გატანა მოახერხა, 40 მილიონ ევროდ აფასებს. ტოტენჰემს გუნდში ჰარი კეინის კონკურენტის მიყვანა სურს და მოურინიოს ერთ-ერთი ფავორიტი ვარიანტი სწორედ პოლონელი შემტევია.

Leave a Reply

Your email address will not be published.