Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი რემსის ტრანსფერით ინტერესდება

აარონ რემსი იუვენტუსის და მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი უკვე დიდი ხანია, რაც უელსელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას ცდილობს, მაგრამ მისი ხელფასის გამო უელსელ ფეხბურთელს არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ფაბიო პარატიჩის, რომელიც უკვე ტოტენჰემის სპორტული დირექტორი გახლავთ, რემსის ხილვა ამჯერად ინგლისური გუნდის რიგებში სურს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი რემსის გაშვების შემთხვევაში მირალემ პიანიჩის დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ტოტენჰემს ჯერჯერობით იუვენტუსისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.