Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემი შკრინიარის გაფორმებას ცდილობს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი ინტერის მესვეურებს დაუკავშირდა და მილან შკრინიარის ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვა.

შკრინიარი, რომელიც გასული სეზონის სტარტზე ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, ანტონიო კონტეს 3-მცველიან სისტემასთან შეგუება ვერ მოახერხა და გუნდი მზად არის, სლოვაკი ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო ადასტურებენ, რომ გუნდებს შორის კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით მოლაპარაკების საწყის ეტაპზე იმყოფებიან.

ტოტენჰემმა ტრანსფერში ტანგუ ნდომბელეს ჩართვა დააპირა, თუმცა ინტერს მხოლოდ თანხის მიღება და ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმება სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.