Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემი შკრინიარის გაფორმებას იანვარში ეცდება

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტოტენჰემი მილან შკრინიარის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც შეეცდება.

ტოტენჰემის ტრანსფერების უფროსი, სტივ ჰიტჩენი გასულ თვეს მილანში შენიშნეს და ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ის იტალიაში სწორედ შკრინიარის ტრანსფერზე სასაუბროდ იმყოფებოდა.

რომანოს ინფორმაციით, ტოტენჰემში გადასვლის წინააღმდეგი არც სლოვაკი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა ინგლისელებმა ნერაძურის მოთხოვნილი 60 მილიონი ევროს გადახდა ვერ მოახერხეს და ტრანსფერი არ შედგა, თუმცა წყაროს მტკიცებით მხარეები კონტაქტს ინარჩუნებენ და იანვარში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.