Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემი შკრინიარს იანვარში მიუბრუნდება

მილან შკრინიარი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტოტენჰემის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა გუნდებმა ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. ინტერი შკრინიარის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვდა, ტოტენჰემმა კი 30 მილიონზე მეტი ვერ შესთავაზა.

FCInterNews-ის ინფორმაციით, ლონდონელები მილან შკრინიარს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიუბრუნდება და 25 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანის იმედი აქვს. გამოცემის მტკიცებით, ტოტენჰემი ინტერს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონს გადაუხდის, შემდგომში ფეხბურთელის გამოსყიდვა 40 მილიონად შეეძლება, რასაც სხვადასხვა ბონუსების სახით კიდევ 6-7 მილიონი დაემატება.

ინტერი შკრინიარის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ნერაძურის ფეხბურთელის გაშვება იჯარით არ სურს და მის სანაცვლოდ თანხის მიღება ახლავე უნდა.