Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი ძანიოლოს გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება

იტალიური მედიის ცნობით, ტოტენჰემი რომას შემტევის ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერით ინტერესდება და მის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.

23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს, რის გამოც მისი სატრანსფერო ფასი 40-45 მილიონიდან 30 მილიონამდე შემცირდა, ფეხბურთელის ცუდი ფორმა კი მისი ახალი კონტრაქტის თაობაზე რომასთან მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ართულებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტოტენჰემში ძანიოლოს ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს, ინგლისელებს კი მოთხოვნილი თანხის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ…