Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი ძანიოლოს ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები რომასა და ნიკოლო ძანიოლოს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხში შევიდა და არ არის გამორიცხული, რომ იტალიელმა ტალანტმა ჯალოროსის რიგები სეზონის ბოლოს დატოვოს.

რომას ძანიოლოს კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც ამჯამად 2024 წლის ზაფხულში იწურება, 2025 წლამდე სურდა, თუმცა მოურინიოს ჯალოროსის რიგებში მისვლის შემდეგ ნიკოლო სათადარიგოთა სკამზე ხშირად ხვდება, რითიც ის უკამყოფილოა და Calciomercato-ს ცნობით, ის გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, რომა ჯერჯერობით ძანიოლოს გაყიდვას არ განიხილავს, მაგრამ თუ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესი ვერ დაინახეს, მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განიხილავენ. ნიკოლოს მთავარი მსურველი ტოტენჰემი და მისი დირექტორი პარატიჩია, რომელსაც ძანიოლოს გაფორმება ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობის დროს სურდა.