Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემმა და არსენალმა კულუშევსკის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ტოტენჰემმა და არსენალმა იუვენტუსის ვინგერის დეიან კულუშევსკის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს, მაგრამ მათ ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურთ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ტურინელებს კი ასეთი ფორმულა არ აწყობთ.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებს და მის გასხვისებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დაინტერესებული მხარე 35 მილიონ ევროს გადაიხდის.