Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემმა ინტერს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა

პიერო აუსილიოს განცხადების მიუხედავად, რომელმაც თქვა, რომ მილან შკრინიარი არ იყიდება, იტალიურ და ბრიტანულ მედიაში ფეხბურთელის ტოტენჰემში შესაძლო გადასვლის შესახებ ცნობები არ წყდება.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ტოტენჰემმა დღეს ინტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ 44 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ნერაძურის მიერ მოთხოვნილ 50 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის.

ანტონიო კონტე ნ’გოლო კანტეს დამატების იმედს არ კარგავს და შკრინიარის გაყიდვის შემთხვევაში, მიღებული ფული სწორედ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს მოხმარდება.