Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემმა იუვენტუსთან კულუშევსკის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემის მხრიდან ინტერესი იუვენტუსის შემტევის დეიან კულუშევსკის მიმართ სერიოზულია და გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

კულუშევსკი ალეგრის გუნდში ადგილის პოვნას ვერ ახერხებს და მისი გუნდიდან წასვლის თაობაზე ზამთრი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბევრი იწერება.

ტოტენჰემის თავკაცს ანტონიო კონტეს მისი ხილვა ინტერში სურდა, ლონდონელების სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კი კულუშევსკი იუვენტუსში მუშაობის დროს გაიფორმა და ფეხბურთელისადმი გულგრილი არც ფაბიო გახლავთ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი კულუშევსკის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს და უფრო ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს.