Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემმა იუვეს კეინის ფასი შეუთვალა

ჰარი კეინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მისი სახელი ბოლო წლებში იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს.

ინგლისელი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, ტოტენჰემი ტიტულების მოგებას ვერ ახერხებს და ბრიტანული მედიის ინფორამციით, 27 წლის ფორვარდი გუნდიდან წასვლას განიხილავს.

ბრიტანული გამოცემა Mail Sport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი ზაფხულში ფეხბურთელის წასვლას ხელს არ შეუშლის, თუმცა მის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რისი გადახდაც არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა.

Calciomercato-ს მტკიცებით, იუვენტუსი აღნიშნული თანხის გადახდას გამორიცხავს და ზაფხულში მათი პრიორიტეტი ახალგაზრდა ფორვარდის გაფორმება იქნება.