Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემმა კესისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ფრანკ კესიმ ტოტენჰემთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და არ არის გამორიცხული, რომ მან გუნდი იანვარშივე დატოვოს.

წყაროს ინფორმაციით, ტოტენჰემში გადასვლის შემთხვევაში კესის წლიური გასამრჯელო გარანტირებული 7 მილიონი ევრო იქნება, რაც ბონუსების დამატებით დაახლოებით 9 მილიონამდე გაიზრდება.

პარალელურად კესისთან მოლაპარაკებებს პსჟ-ც განაგრძობს, მაგრამ ფრანგებს კესის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურთ და მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას გეგმავენ, ფეხბურთელის მოხიბვლა კი უკეთესი პირობებით სურთ.

ამასობაში მილანის კურვა სუდი გუნდის მენეჯმენტის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან გუნდმა 2 წამყვანი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს უფასოდ უკვე დაკარგა და ახლა იგივე სიტუაცია ფრანკ კესისა და ალესიო რომანიოლის მიმართებაშია…