Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემს დემირალი მოუნდა, თუმცა…

ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცველის დამატებას ცდილობს და Goal.com-ის ინფორმაციით, ინგლისელების ინტერესთა სფეროში იუვეს უკანახაზელი, მერიჰ დემირალი მოექცა.

წყაროს ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვეს დღეს დაუკავშირდა და მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა იუვენტუსმა ინგლისელებს აცნობა, რომ 22 წლის თურქი ფეხბურთელი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იყიდება.

დემირალის იუვედან წასვლის შანსებს ისიც ამცირებს, რომ დანიელე რუგანი ფრანგულ რენში იჯარის წესით გადადის და პირლოს თურქი ფეხბურთელი აუცილებლად დასჭირდება.