Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემს ივან პერიშიჩი სურს

Foot Mercato-ს ინფორმაციით, ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინტერის გარემარბის, ივან პერიშიჩის დიდი თაყვანისმცემელია და სურს, რომ მისმა გუნდმა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაიფორმოს.

31 წლის ხორვატმა გასული სეზონიც იჯარით გაატარა და ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა.

პერიშიჩმა მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 11 შეხვედრა დაიწყო, საერთო ჯამში კი მოედანზე 21-ჯერ გამოჩნდა და 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ინტერი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა რამდენად დათანხმდება მის იჯარით წასვლას რთული სათქმელია, რადგან ხორვატს კონტრაქტი ნერაძურისთან 18 თვეში ეწურება.