Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემს იუვენტუსის 2 ტალანტი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი ზაფხულში იუვენტუსის ორი ახალგაზრდა ტალანტის დეიან კულუშევსკის და მატიას დე ლიხტის გაფორმებას შეეცდება.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელიც იმავე თანამდებობას ახლა ლონდონურ გუნდში იკავებს, აღნიშნული დუოს ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს და ტურინელებს მათ სანაცვლოდ 135 მილიონს შესთავაზებს.

წყაროს ინფორმაციით, ტოტენჰემი დე ლიხტის სანაცვლოდ 100, კულუშევსკის სანაცვლოდ კი 35 მილიონის გადახდას გეგმავს, მაგრამ ორივე მათგანი იუვენტუსის პროექტისთვის მნიშნელოვანი ფეხბურთელია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურად მსუყე თანხის გარეშე ტურინელებმა რომელიმე მათგანი გაასხვისონ.