Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემს მილიკის ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის ნაპოლის კიდევ ერთი ფეხბურთელი – არკადიუშ მილიკი სურს.

პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ტოტენჰემი უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს, თუმცა მილიკს ჰარი კეინის შემცვლელად ყოფნა არ სურს და სხვა ვარიანტებს ელოდება.

წყაროს ინფორმაციით, მილიკი კარლო ანჩელოტის გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და ევერტონი ნაპოლისთან ფორვარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. არ არის გამორიცხული, რომ მილიკი ევერტონს იჯარით შეუერთდეს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, ასეთ შემთხვევაში კი პოლონელს ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუწევს, რადგან მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს.