Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტენჰემს შკრინიარის იჯარით აყვანა სურს

გუშინ ინტერის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ ფიორენტინასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მილან გუნდი მილან შკრინიარის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა იმავე მატჩში სლოვაკი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 25 წლის უკანახაზელი კონტეს გეგმებში არ შედის.

რამდენიმე წუთის წინ იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლა ჩეჩარინიმ განაცხადა, რომ ტოტენჰემმა ინტერს ახალი წინადადებით მიმართა. წყაროს ინფორმაციით, ლონდონელებს შკრინიარის იჯარით აყვანა სურთ, შემდგომში მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

ინტერის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ გუნდს შკრინიარის გაყიდვა ახლავე სურს, რომ მის სანაცვლოდ მიღებული თანხით ნ’გოლო კანტეს ტრანსფერზე