Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტიმ კარიერაში 2 ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის თქმით, მას კარიერაში 2 შეცდომა აქვს დაშვებული, რომლის შეცვლასაც ისურვებდა.

„მე ვიცოდი, რომ კარიერის დასრულების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ მე ამის გაკეთება სხვა მომენტში მსურდა. მათ მე ამის გაკეთება მაიძულეს, გადაწყვეტილების მიღება კი თავად მინდოდა.“

ტოტიმ კარიერა 2017 წელს დაასრულა, როდესაც მასსა და ლუჩიანო სპალეტის შორის კონფლიქტი მოხდა.

„ეს უკვე წარსულის ამბავია, სპალეტისთან უთანხმოებაზე საუბარს აზრი აღარ აქვს, ჩვენ ორივე მტყუანები ვიყავით, კლუბმა კი შეცდომები დაუშვა. მე რომას კაპიტანი ვიყავი და როგორც ფეხბურთელი ბევრს ვუყვარდი, ბევრს კი ვძულდი.

„ახლა გულშემატკივრები თავს ისე მაგრძნობინებენ, როგორც ფეხბურთის ლეგენდას, ვიქნები იტალიაში თუ ევროპაში და მათ სიყვარულს, რომელსაც მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ყოველთვის ვგრძნობ.

„ჩემი კარიერის დასრულების სურათებს ახლაც ვუყურებ და ძალიან ემოციური ვხდები, რადგან რომა ჩემი სახლი იყო, სადაც გავიზარდე და იქ მოვკვდები კიდეც. ჩემთვის ჯალოროსის დატოვება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მე ამის გაკეთება მომიწია.

ვწუხვარ, რომ ახლა რომაში არ ვმუშაობ, თუმცა ამ ეტაპზე მე ახალი გზა ავირჩიე და იმ ხალხის დატოვება, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, არ მსურს.

„თუმცა მომავალში რა იქნება არ ვიცი, მე რომა ყოველთვის მეყვარება.

„ყველაზე დიდი შეცდომა კარიერაში ?

„პირველი ჯარიმა ბალოტელიზე, მაშინ არასწორად მოვიქეცი და მეორე, რის გამოც დღემდე სირცხვილს ვგრძნობ, როდესაც პოულსენს შევაფურთხე. დღესაც არ ვიცი, რატომ გავაკეთე ასეთი რაღაცეები.“

გათიშვა