Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტიმ რომას ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო

რამდენიმე საათის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანჩესკო ტოტი დენ და რაიან ფრიდკინებს შეხვდა და ის გუნდში დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო

Corriere dello Sport-ს მან განუცხადა:“ მე რომას ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არ მქონია და მათთან საერთოდ არ მისაუბრია. ყველაფერი მედიის მიერ მოგონილი ტყუილია.“