Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტის კორონა ვირუსი აქვს

რომას და იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ფრანჩესკოს ბოლო დღეებში ვირუსის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აწუხებდა, რის შემდეგაც მან ტესტი ჩაიტარა და სამწუხაროდ პასუხი ვირუსზე დადებითი მიუვიდა. გამოცემის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უკვე უმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში კორონა ვირუსით ლეგენდარული ფეხბურთელის მამა, ენცო ტოტი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, რომელსაც ვირუსთან ერთად დიაბეტიც აწუხებდა.