Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტი:“ ადრე თუ გვიან, რომაში აუცილებლად დავბრუნდები“

რომას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი და ჯალოროსის გზები მომავალში აუცილებლად გადაიკვეთება.

„ჯერჯერობით ჩემი ცხოვრება მაკმაყოფილებს და რაიმე ცვლილებას არ ვგეგმავ. ფეხბურთის გარდა, ცხოვრებაში ვიპოვე ისეთი რამ, რასაც აღფრთოვანებაში მოვყავარ, თუმცა ადრე თუ გვიან, მე და რომა ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით.

„როდის მოხდება ეს ? ზედმეტად პირდაპირი შეკითხვაა, რომელზეც პასუხს ვერ გაგცემთ. უფრო სწორი შეკითხვა იქნებოდა, როდის დამპატიჟებს ფრედკინი ყავაზე?…

„სიმართლე რომ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის შეხვედრა შედგება, თუმცა ჯერჯერობით ჩვენს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.

„დენ ფრედკინი ჯერჯერობით ყველაფერს კარგად აკეთებს. რომაში, გუნდი რომ მართო, ფიზიკურად აქ უნდა იცხოვრო. ფაქტი, რომ მისი შვილი – რაიანი რომში საცხოვრებლად გადმოდის, სწორი ნაბიჯია. პალოტას ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ის მედიაში გავრცელებული სიახლეებით იღებდა გადაწყვეტილებებს და არა უშუალოდ მონაწილეობით.

„გუნდის მფლობელი შემადგენლობასთან, დირექტორებთან და სტაფის წევრებთან ყოველდღიურ კავშირზე უნდა იყოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.