Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტი და ნესტა ევროპის ჩემპიონატის გახსნით ცერემონიალზე მონაწილეობას მიიღებენ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და რომი გახსნითი ცერემონიალისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო ნესტა რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გახსნით ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ.

გახსნითი ცერემონიალი 11 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც იტალია თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩს 16,000 ქომაგი დაესწრება.