Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტი:“ მოურინიო რომას პრობლემა არ არის“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ჟოზე მოურინიოს რომაში მუშაობაზე ისაუბრა.

„თუ ჩვენ ჟოზე მოურინიოს რომას პრობლემად მივიჩნევთ, ეს ძალიან არასწორი მიდგომა იქნება, რადგან ჟოზე არა პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის მეთოდია.

„დღეს სერია ა-ში ყველა მწვრთნელი რომ აიღო, მათ ერთად არ აქვთ იმდენი გამარჯვება მოპოვებული, რამდენიც ჟოზეს აქვს.

„რომა მას სრულად უნდა მიენდოს და მოთხოვნები მაქსიმალურად დაუკმაყოფილოს. ის დიდებული მწვრთნელი, კარგი მოტივატორი და ტაქტიკოსია, რომელმაც იცის, თუ როგორ განკარგოს თავისი შემადგენლობა.“