Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტი:“ ოქროს ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნის“

რამდენიმე საათში 2021 წლის Ballon d’Or-ის დაჯილდოება დაიწყება და იტალიური ფეხბურთს ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის აზრით, წელს ყველაზე გამორჩეული ინდივიდუალური ჯილდო რობერტ ლევანდოვსკიმ დაიმსახურა.

„ყოველ წელს ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტად მესი და რონალდუ მოიაზრებიან, რაც მათი თამაშის გამო გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ოქროს ბურთი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიმსახურა.“