Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტი ჟორჟინიოზე:“ 11-მეტრიანების შესრულება მარტივი არ არის“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ შვეიცარიასთან იტალიის თამაშზე ისაუბრა და ჟორჟინიო გაცუდებული 11-მეტრიანის გამო გაამხნევა.

„სამწუხაროა, რომ იტალიამ უმნიშვნელოვანესი ქულების აღება ვერ მოახერხა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არ გაგვიჭირდება.

„გარკვეულ მომენტებში აძურის ძალიან არ გაუმართლა, რადგან მეორე ტაიმში გუნდმა საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნა და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება დაიმსახურა.

„ჟორჟინიოს პენალტი ? როდესაც შენ ასეთი სახის პასუხისმგებლობა გეკისრება, შენ მხრებზე ძალიან დიდ ზეწოლას გრძნობ, მითუმეტეს თუ ეს მატჩის ბოლო წუთზე ხდება, 11-მეტრიანის შესრულება მარტივი არ არის.

„მე ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ჩემი გოლების უმეტესობა 11-მეტრიანებზე მოდიოდა, მაგრამ პენალტი გოლს არ ნიშნავს და შენ მათი გამოყენება უნდა მოახერხო.

„გაიტან თუ ვერა, ეს ყველაფერი მენტალობაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, როდესაც ზედიზედ 3 11-მეტრიანს აცუდებ, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, მაშინაც კი, როდესაც შენ ჟორჟინიოსნაირი ჩემპიონი ხარ.

„ჟორჟინიო არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებაც სიამოვნებას მანიჭებს და დარწმუნებული ვარ, ის ამ რთულ მომენტს მარტივად გაუმკლავდება.“