Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტი:“ რომადან წასვლა სიკვდილზე უარესი იყო“

ფრანჩესკო ტოტი რომაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის. ლეგენდარულმა იტალიელმა Goal-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

43 წლის ფრანჩესკომ მთელი თავისი კარიერა რომაში გაატარა, ჯალოროსის მაისურით 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა.

მან საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა და გუნდის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, თუმცა უთანხმოების გამო გუნდი ერთი წლის წინ დატოვა.

ახლა, როდესაც პალოტა რომადან წავიდა და გუნდს ახალი მფლობელი ჰყავს, იმპერატორი რომაში დაბრუნებასთან ახლოს არის.

„დირექტორთა საბჭოში თავის წარმოჩენის შანსი არასოდეს მოუციათ. მათ ჩემი ჩართვა არც ერთ სერიოზულ პროექტში არ სურდათ.

„პირველ წელს მეგონა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ახალი ვიყავი, თუმცა მეორე წელს იგივე გაგრძელდა და მივხვდი, რომ ასე მუშაობა არ შემეძლო.

„მათ იცოდნენ, რომ მე რომასთვის ყველაფერი საუკეთესოს მიცემა მსურდა, თუმცა მათ ჩემი იქ ყოფნა არ უნდოდათ და ყველა გადაწყვეტილებას ჩემს გარეშე იღებდნენ.

„ახლა მე სხვა გზის გავლა მინდა. მაშინ, როდესაც გუნდის ახალ მფლობელს ჩემი დახმარება დასჭირდება, მე მზად ვიქნები.

„მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს რამე დავაბრალო. ჩვენ ერთად მუშაობა დავიწყეთ, თუმცა მე ჩემი პოზიციით კმაყოფილი არ ვიყავი, ამიტომ მე წამოვედი.

„მათ მე რომადან წასვლა მაიძულეს, ეს ყველამ იცის. მუშაობა ძალიან ჩუმად დავიწყე, რადგან მესმოდა, რომ ჩემთვის სრულიად ახალ სფეროში შევაბიჯე, თუმცა მათ ბევრი პირობა მომცეს და არც ერთი მათგანი არ აასრულეს.

„გარკვეული ხალხის მთავარი მიზანი გუნდში რომაელების რომადან მოშორება იყო… ბოლო 8 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გუნდი ჩაიბარეს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ გუნდიდან გამოვეგდეთ.

„წლების განმავლობაში მათ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს და საბოლოოდ, მათ გაიმარჯვეს…




„ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, მე რომას წინააღმდეგ არასდროს არაფერში წავალ. ეს იმაზე ბევრად მძიმე იქნებოდა, ვიდრე კარიერის დასრულება. რომას დატოვება სიკვდილს ჰგავდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რომას დატოვებას სიკვდილი მერჩივნა…

„რომაში არიან ხალხი, რომლებსაც გუნდისთვის ცუდის მეტი არაფერი სურთ. მათ სახელებს არასოდეს დავასახელებ, თუმცა ისინი გუნდისთვის კარგს არაფერს აკეთებენ.

„მე რომ რომას პრეზიდენტი ვიყო და ორი ისეთი გამორჩეული ფიგურა მყავდეს, როგორიც ტოტი და დე როსი არიან, მე მათ ყველაფრის უფროსად დავნიშნავდი, ამის ნაცვლად კი მათ დე როსი გუნდიდან გააგდეს…

„პალოტამ გუნდის უფროსებად შეუსაბამო ხალხი დანიშნა და მხოლოდ მათ უსმენდა. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა თუ შენ ერთსა და იმავე შეცდომას 8 წელი იმეორებ, შენს თავს გარკვეული კითხვები უნდა დაუსვა.

„ჩემი მომავალი? უმუშევარი ნადმვილად არ დავრჩები. სხვადასხვა შემოთავაზებები მაქვს, მათ შორის რამდნეიმე მათგანი იტალიური კლუბებიდან.

„ყველაფერზე კარგად დავფიქრდები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ, თუმცა არც იუვეში, არც ნაპოლიში და არც სხვა რომელიმე გუნდში, რომელიც რომას წინააღმდეგ ითამაშებს, მუშაობას არ ვაპირებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.