Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტი:“ რომასგან არასდროს არაფერი მომითხოვია“

ფრანჩესკო ტოტიმ თავისი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციის წინ, რომელსაც ‘ჩემი სახელია ფრანჩესკო ტოტი’ ერქმევა, რომაში თამაშის ბოლო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას რომადან წასვლა აიძულეს.

მოგეხსენებათ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ კორონა ვირუსმა ტოტის მამა იმსხვერპლა, ეს ინტერვიუ კი ერთი დღით ადრეა ჩაწერილი.

„ბავშვების და ოჯახის შემდეგ, ერთადერთი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, მიცემული სიტყვაა. არ გჭირდება კონტრაქტის გაფორმება, ადვოკატები… უბრალოდ ხელის ჩამორთმევა.

„მე მიყვარს ხუმრობა, თუმცა ხშირად ხუმრობის უკან სიმართლე იმალება, რომელიც ზოგჯერ არ უნდა გაჟღერდეს.

„ვიცოდი, რომ სიმართლე გუნდს და ჩემს თავს მხოლოდ პრობლემებს მოუტანდა და ამის თავიდან აცილებას ვცდილობდი.

„წლების განმავლობაში ჩემს შესახებ უამრავი ტყუილი ინფორმაცია ვრცელდებოდა და იყო დრო, როდესაც მე ომში მივდიოდი, რომ ის ცრუ ინფორმაცია, რომელიც ტელევიზიაში და რადიოში ჟღერდებოდა, მეუარყო.

„ჩემზე ასეთი რამ ძალიან მოქმედებს, რადგან მგრძნობიარე პიროვნება ვარ.“

ტოტი ჯალოროსის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა მისი თქმით, გუნდისგან არაფერი მოუთხოვია.

„ვერ ნახავთ ვერც ერთ თანაგუნდელს ან მწვრთნელს, რომელიც იტყვის, რომ მე რამე ვითხოვე ან მოვითხოვე.

„მე თავი ყოველთვის მაღლა მექნება აწეული, რადგან ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ერთადერთი, რასაც გუნდისგან ვითხოვდი, გამარჯვება იყო.

„მე მსურდა გუნდში ძლიერი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ, როგორიც ბუფონი, ტურამი, კანავარო, იყვნენ, რადგან არ მსურდა, რომ იმ დროს, როდესაც სხვები ზეიმობდნენ, მე მათ უკან ვყოფილიყავი, რა არის ამაში ცუდი ?“

ტოტიმ რომაში ბოლო შეხვედრა 2017 წლის 28 მაისს ითამაშა და რომამ შუა სეზონში დაადასტურა, რომ ფრანჩესკოს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებდნენ.

44 წლის ტოტის ჯალოროსის რიგებში 786 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 307 გოლი გატანილი.

„ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მომენტი დადგებოდა. მათ ჩემთან კონტრაქტის გაწყვეტა უფრო ადრეც სურდათ, თუმცა ყველა მატჩში, სადაც მე მოედანზე გასვლის საშუალება მეძლეოდა, თამაშს ვცვლიდი და გოლი გამქონდა.

„მე კონტრაქტი 2016 წელს უნდა დამესრულებინა, ტორინოსთან მოგებული თამაშის შემდეგ, როდესაც მოედანზე ბოლო წუთებზე გავედი და გუნდს თამაში მოვაგებინე. ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რომ დრო იყო წავსულიყავი, თუმცა უძილო ღამეების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა.

„25 წლის შემდეგ, სპალეტის დროს პირველად ვიგრძენი, რომ დავნებდი, რადგან რაც უფრო მეტს ვინდომებდი, მე უფრო ცუდად მებყრობოდნენ…“