Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტრანსფერი, რომელმაც იუვენტუსის რთული სიტუაცია გამოიწვია…

ტურინის პროკურატურა იუვენტუსის ფინანსების შესწავლას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში საბუთები იტალიის ფეხბურთის ფედერაციას გადაეგზავნება, რის შემდეგაც მათ განხილვას სპორტული მოსამართლეები დაიწყებენ.

დადასტურდება თუ არა ის ეჭვები, რაც გამოძიებას აქვს, ფაქტია, რომ ტურინელთა ფინანსური სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. იუვენტუსმა ცოტა ხნის წინ კაპიტალი კიდევ 400 მილიონით გაზარდა, ამის საჭიროება კი Tuttosport-ის ინფორმაციით 2018 წელს, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერმა გამოიწვია.

იუვენტუსს რონალდუს ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც კრიშტიანუსთვის წლიურად გადასახადი ხელფასი დაემატა. ტურინელებს რონალდუს გასამრჯელო სეზონში TAX-ების ჩათვლით 57 მილიონი ევრო უჯდებოდა, რისი გადახდაც კორონა ვირუსის პანდემიის და ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე კარგი შედეგების გამო გუნდისთვის უკიდურესად რთული გახდა…