Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტრეზეგე:“ არ მესმის, რატომ არ არის დელ პიერო იუვენტუსში…“

იუვენტუსის ლეგენდამ და გუნდის უკვე ყოფილმა ელჩმა დავიდ ტრეზეგემ, რომელმაც ტურინული გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ყოფილი ფეხბურთელები როგორც მე მწვრთნელთან, დირექტორებთან და პრეზიდენტთან ერთად, გუნდისთვის ძალიან გამოსადეგია და ჩვენ ბრენდის განვითარებისთვის სარგებელის მოტანა შეგვიძლია.

„იუვეს ყველაზე დიდი შეცდომა ბოლო პერიოდში სატრანსფერო ბაზარზე ? ვფიქრობ, რომ კინგსლი კომანის გაშვება უდიდესი შეცდომა იყო, ყველაზე კარგი ნაბიჯი კი რა თქმა უნდა რონალდუს გაფორმება, რადგან კრიშტიანუს ტრანსფერს არავინ მოელოდა, რადგან იუვენტუსს ასეთი ძვირიანი ტრანსფერები არ ახასიათებს.

„რონალდუს თანაგუნდელებთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მან უკვე 100 გოლის გატანა მოახერხა, რაც წარმოუდგენელი შედეგია. ვფიქრობ, რომ ზიდანის მსგავსად მისი შესაძლებლობების გამოყენება ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა.

„ალეგრის დაბრუნება ? გასულ სეზონში საკმაოდ დიდი იყო იმის შანსი, რომ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრილიყო, ალეგრის გუნდში ყოლა კი ასეთ სცენარს გამორიცხავს.

„რატომ არ არის დელ პიერო იუვენტუსის წევრი ? არ ვიცი, შესაძლოა ეს მისი გუნდიდან არც თუ ისე კარგად წასვლის გამო ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ერთი ჭიქა ყავა უშველის.“