Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტრეზეგე:“ კიეზას დიდი მომავალი აქვს, ლევანდოვსკი საუკეთესო ცხრიანია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა და მსოფლიოში საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი დაასახელა.

„ფედერიკო კიეზა შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ძალიან ბევრს მუშაობს, მისი მახასიათებლები კი ფედეს იუვენტუსის რიგებში ყველაზე მნიშნელოვან ფეხბურთელად აქცევს.

„ის ყველასგან განსხვავებულია, მასთან ერთად და მის გარეშე ტურინელების თამაში რადიკალურად იცვლება.“

ალეგრიმ თქვა, რომ კიეზას შეუძლია ცენტრ-ფორვარდი გახდეს.

„ის კლასიკური ცენტრ-ფორვარდი ვერ გახდება. კიეზას სივრცეების გამოყენება და ფლანგზე თამაში უყვარს, ფედე ოსიმენის მსგავსი ვერასოდეს იქნება და ვფიქრობ, რომ კიეზა უფრო მეტად ვინგერი, ან მეორე ფორვარდია.

„კიეზას ეტყობა, რომ ის მოედანზე კარგ დროს ატარებს, მაგრამ მან უნდა ისწავლოს, თუ როგორ გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და ენერგიას მატჩის მსვლელობისას. ზოგჯერ ის ზედმეტად ბევრს დარბის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, კიეზას დიდი მოამვალი აქვს

„საუკეთესო ფორვარდი მსოფლიოში ? ჩემი აზრით ეს რობერტ ლევანდოვსკია, მას ყველაფერი აქვს: სისწრაფე, შეუძლია ორივე ფეხით გატანა და ბურთის კონტროლში ბადალი არ ჰყავს.

„ჰაალანდი მომდევნო გენერაციის ფორვარდების პროტოტიბია. მაღალი, სწრაფი, კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, უნიკალური…

„კეინი ? ვფიქრობ, რომ მან უმაღლეს დონეზე ასასვლელად ტოტენჰემი უნდა დატოვოს. მას ამ მომენტამდე თითქმის არაფერი მოუგია, ხალხს კი შენ მხოლოდ ტიტულებით დაამახსოვრდები.

„ლუკაკუ ? მან დაამტკიცა, რომ თვის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ კონტეს გარეშე მისმა პროდუქტიულობამაც იკლო, რადგან ჩელსი უფრო სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს. ის ძლიერი ცხრიანია, მაგრამ რომელუს გუნდის დახმარება სჭირდება.“