Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტუანზებე ნეაპოლში ჩაფრინდა

მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელი აქსელ ტუანზებე ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პარტენოპეის რიგებს შეუერთდება.

24 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრებაშია, თუმცა მან სეზონი არენდის წესით ასტონ ვილაში დაიწყო, მაგრამ წითელმა ეშმაკებმა მისი იჯარა ნაადრევად შეწყვიტეს და ამჯერად ნაპოლის რიგებში გაანათხოვრეს.

ნაპოლი ფეხბურთელის 6-თვიან იჯარაში დაახლოებით 1 მილიონს გადაიხდის, თუმცა თუ იტალიურ წყაროებს დავუჯერებთ, იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.