Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტუდორი:“ იუვენტუსი უსამართლოდ მოგვექცა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა და ანდრეა პირლოს ასისტენტმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა განაცხადა, რომ ტურინული გრანდი მათ უსამართლოდ მოექცა.

„ძალიან რთული სეზონი გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ 2 ტიტულის მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და მათ ჩვენ გუნდიდან გაგვიშვეს. ამის გამო ძალიან ვწუხვარ და ვფიქრობ, რომ გუნდი უსამართლოდ მოგვექცა, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, მე ასისტენტი მწვრთნელი აღარასოდეს ვიქნები.

„ანდრეა პირლოს ასისტენტი მწვრთნელის ასარჩევად 5 ვარიანტ იჰქონდა, თუმცა მან მე ამირჩია. მე უკვე დიდი ხანია მთავარი მწვრთნელი ვარ, თუმცა რადგან ეს იუვენტუსია, ასისტენტობას დავთანხმდი, თუმცა პირლო ჩემს რჩევებს სხვა, უფრო გამოუცდელი ადამიანების აზრების დონეზე აყენებდა, რაც სწორი არ იყო.“

გათიშვა