Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტულუზამ მილანს კონეს ფასი შეუთვალა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტულუზა მილანს კუადიო კონეს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს სთხოვს.

19 წლის ნახევარმცველი პაოლო მალდინის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და როსონერი ფეხბურთელის გაფორმებაზე უკვე მუშაობს

ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდი კი თავის მხრივ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას არც კი განიხილავს, მათ მხოლოდ თანხის სრულად მიღება სურთ.

წყაროს მტკიცებით, მილანი უკან დახევას არ აპირებს და ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში 15 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.