Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტურამი:“ პირლოსგან ძალიან ბევრს ითხოვთ“

ლილიან ტურამის თქმით, ანდრეა პირლოს მიმართ გამოთქმული ამდენი კრიტიკა სასაცილოა, რადგან მწვრთნელის პირველივე სეზონში დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეს.

„ვფიქრობ, რომ პირლოს კრიტიკა სასაცილოა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი მწვრთნელი გახდება, ისეთივე, როგორიც ის ფეხბურთელი იყო, თუმცა მას ამისთვის დრო სჭირდება.

„შეუძლებელია, რომ შენ დიდი ფეხბურთელი სადებიუტო სეზონშივე გახდე, ან კარგი ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი და გამონაკლისი არც სამწვრთნელო პროფესიაა, ყველაფერი დროს მოითხოვს.

„შენ ვერ მოთხოვ მას ისეთივე შედეგების დადებას, როგორსაც 10-15-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილების მქონე პროფესიონალები დებენ.

„გაიხსენეთ ზიდანი, როდესაც ის რეალის მწვრთნელი გახდა, მას უკვე ჰქონდა ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობის გამოცდილება, ამის გარდა ის ანჩელოტის და მოურინიოს თანაშემწეც იყო.“