Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტუხელი:“ იუვეს წარმატების მიღწევა რონალდუს გარეშეც შეუძლია“

ჩელსის თავკაცმა თომას ტუხელმა იუვენტუსთან მატჩზე ისაუბრა.

შეხვედრა ტურინში დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

„იუვენტუსი შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება აქვს. მართალია მათ კარგი სტარტი არ გამოუვიდათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს.

„დღეს ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება და მოედანზე სწორი მოტივაციით და კონცენტრაციით უნდა გავიდეთ.

„დღეს ჩვენს დახმარებას სამწუხაროდ ნგოლო კანტე ვერ მოახერხებს, რომელსაც კორონა ვირუსი აქვს და პროტოკოლის მიხედვით, მან იზოლაციაში გადაინაცვლა.

„რონალდუს იუვედან წასვლა ? კრიშტიანუ ფეხბურთს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ თამაშების მოგება და გუნდის აშენება მის გარეშეც არის შესაძლებელი.

„იუვეს გუნდში დიდი გამოცდილება აქვს და მათ გამორჩეული ჩემპიონები ჰყავს, რომლებსაც ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ჩვენ წინ რთული გამოწვევა გველოდება, თუმცა ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვსურს და რაც გუნდს პროგრესისკენ უბიძგებს.“